ტრანზიცია

ტრანზიცია
გულისხმობს „წინ“ მოძრაობას ერთი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური წყობილებიდან მეორისაკენ,ტრანზიცია არ არის ქართული სიტყვა, ამ ლათინური წარმოშობის სიტყვას ფართო გამოყენება სწორედ ლათინური წარმოშობის ენებში აქვს, თუმცაღა ბოლო ათწლეულის მანძილზე ჩვენთანაც ფართო გავრცელება პოვა და თავის ლექსიკურ მნიშვნელობაზე გაცილებით მეტი შინაარსი შეიძინა. ვებსტერის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ტრანზიცია ნიშნავს შეცვლას, მოძრაობას ან გადასვლას ერთი პოზიციიდან, მდგომარეობიდან, სუბიექტიდან, მოსაზრებიდან მეორეზე.პოლიტიკურ გარემოში ტრანზიცია განისაზღვრა, როგორც ცვლილება ერთი სახელმწიფო წყობიდან მეორისაკენ; ეკონომიკური თვალსაზრისით, ძირითადად, სოციალიზმისა და ცენტრალიზებულად დაგეგმილი ეკონომიკიდან კაპიტალიზმისა და საბაზრო ეკონომიკისკენ, ხოლო პოლიტიკურად - ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიისკენ. „ტრანზიციის“ ცნებამ ჩვენს რეალობაში გარკვეული იდეოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა და უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკოსების მიერ განადგურებული მრეწველობის, მძიმე ეკონომიკური პირობების, ელექტროენრგიის მიწოდების ნაკლებობის, მზარდი უმუშევრობის, ათასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანის, ეთნიკური კონფლიქტებისა და სამოქალაქო ომის გასამართლებელ და საბოდიშო ტერმინად იქცა.
Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Смотреть что такое "ტრანზიცია" в других словарях:

  • აკულტურული თეორია — ცვლილებები არ განიხილება როგორც კონკრეტულ კულტურაში მიმდინარე პროცესი, არამედ მიიჩნევა მოვლენად, რომელიც შეიძლებოდა შეხებოდა ნებისმიერ ტრადიციულ კულტურას. მაგალითად, აკულტურული თეორია მოდერნულობას განიხილავს, როგორც მრავალი სხვადასხვა მიზეზის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»